მას შემდეგ რაც, პროდუქცია შერჩეული და უკვე კალათში მოთავსებული გაქვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ გადახდის პროცესი. ამისთვის, გახსენით კალათი, დააჭირეთ ღილაკს "ყიდვა" და გადაამოწმეთ მომხმარებლის, ანუ თქვენი პირადი ინფორმაციის სიზუსტე. თუ ყველაფერი ზუსტია და იგივე მისამართზე გსურთ შენაძენის ჩაბარება, მონიშნეთ "გამოიყენე იგივე ინფორმაცია მიტანის სერვისისთვის" და დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი".
მომდევნო გვერდზე დაკოპირდება იგივე ინფორმაცია და შესავსები იქნება მხოლოდ პირველი ველი "ადგილის სახელი", სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი მანიშნებელი სიტყვა თქვენ მიერ მითითებული მისამართის შესახებ, მაგალითად: "სახლის მისამართი", "ყვარლის ვენახები", "სამსახურის მისამართი" და ა.შ. ამ ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება"
მომდევნო გვერდზე თქვენ იხილავთ ადგილზე მიტანის მომსახურების სერვისის საფასურს და მიტანის ვადას, კვლავ დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება"
გადახდამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ სრული ინფორმაციის სიზუსტე, მომხმარებლის პირადი მონაცემების, ჩაბარების მისამართის, პროდუქციის რაოდენობისა, ფასის, ფასდაკლებისა და მიტანის სერვისის ღირებულების ჩათვლით. მას შემდეგ როცა დარწმუნდებით ინფორმაციის სიზუსტეში დააჭირეთ ღილაკს "შეძენა"
თქვენ გადამისამართდებით გადახდის გვერდზე, სადაც შეგიძლიათ გადაიხადოთ ნებისმიერი ბანკის VISA, MASTERCARD ან AMEX ბარათით. გადახდის გვერდზე შეიყვანეთ ბარათის 16-ნიშნა ნომერი, ვადა რომელიც მითითებულია ბარათის წინა მხარეს,ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, ასევე CVV კოდი, რომელიც ბარათის უკანა მხარეს განთავსებული ციფრებიდან ბოლო 3 ციფრია. მონაცემების შევსების შემდეგ დააჭირეთ "გადახდა".

წარმატებული გადახდის შემდეგ თქვენ იხილავთ შესაბამის შეტყობინებას ✅